წრის დასახელება:
‘’სპორტის სამყარო“.
სკოლა: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო
სკოლა.
საგანი: სპორტი
მასწავლებელი: ზაზა არქანია
კლასი: VII-VIII
სასწავლო წელი 2019-20 სასწავლო წელი [ I-სემესტრი,კვირაში 1 სთ]
საწრეო მუშაობის მიზანი:
წრის მუშაობის მიზანია
მოსწავლეთა ინფორმირება , დაინტერესება
და სიყვარულის გაღვივება სპორტისადმი. მათი
მოტივაციის ამაღლება.საწრეო მუშაობა
მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაციას და სპორტის სახეობებში
ჩართულობას.
მოკლე აღწერა: წრის მუშაობისას მოსწავლეები
გაეცნობიან სპორტის სამყაროს , სპორტის სხვადასხვა სახეობებს. ჩაერთვებიან დისკუსიებში,
ისაუბრებენ მათთვის საყვარელი სპორტის სახეობებზე და მომავალში შეეცდებიან დაკავდნენ
სპორტული აქტივობებით და შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.
საჭირო რესურსები:
ქსელში ჩართული კომპიუტერი
, პროექტორი, ფოტო მასალა, ქაღალდი, კალამი.
N
|
საწრეო მუშაობის
პროგრამა
|
მოკლე აღწერა
|
შეხვედრის თარიღი
|
1.
|
საწრეო მუშაობის მიზნისა და პროგრამის გაცნობა.მოგზაურობა სპორტის სამყაროში .
|
მოსწავლეებს
გავაცნობ საწრეო მუშაობის მიზანს და პროგრამას. გავაცნობ სპორტის სამყაროს
და ვესაუბრები იმის შესახებ თუ როგორი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება
ადამიანისათვის.
|
26.09.19
|
2.
|
ქართული სპორტის ისტორია
|
მოსწავლეებს ვთხოვ ისაუბრონ და მოიყვანონ მაგალითები
ცნობილი ქართველი სპორტსმენების შესახებ. შემდეგ ჩემი დახმარებით მიიღებენ დამატებით ინფორმაციას საკითხის ირგვლივ.
|
3.10.19
|
3.
|
მსოფლიო სპორტის ისტორია
|
მოსწავლეებს ვთხოვ ისაუბრონ და მოიყვანონ მაგალითები
ცნობილ მსოფლიო სპორტსმენებზე,შემდეგ ჩემი დახმარებით მიიღებენ დამატებით ინფორმაციას საკითხის ირგვლივ.
|
10.10.19
|
4.
|
სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობები
|
მოსწავლეებს მივაწოდებ ინფორმაციას ყველაზე აქტუალურ
სპორტის სახეობებზე და ისაუბრებენ მათ საყვარელ სპორტზე.
|
17.10.19
|
5.
|
ყველაზე უცნაური სპორტის სახეობები
|
მოსწავლეები მოისმენენ უცნაური სპორტის სახეობების
შესახებ და დაასახელებენ რომელი სპორტის სახეობაში ისურვებდნენ მონაწილეობას.
|
24.10.19
|
6.
|
ოლიმპიური სახეობები
|
მოსწავლეები
მიიღებენ ინფორმაციას ოლიმპიური სახეობების
შესახებ და ისაუბრებენ მათი ფავორიტი ოლიმპიური
სახეობების შესახებ.
|
31.10.19
|
7.
|
გუნდური სპორტის სახეობები
|
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მოსწავლეები ისაუბრებენ
გუნდური სპორტის შესახებ და დაასახელებე მათ ფავორიტ გუნდის სახეობას.
|
7.11.19
|
8.
|
ზაფხულის ოლიმპიური სახეობები
|
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ზაფხულის ოლიმპიურ
სახეობებზე და ჩამოთვლიან მათთვის საყვარელ სახეობას.
|
14.11.19
|
9.
|
ტრადიციული სპორტის სახეობები
|
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ტრადიციულ სპორტის
სახეობებზე და დაასახელებენ საქართველოს ტრადიციულ სპორტის სახეობებს და ვისაუბრებთ
მის გარშემო.
|
21.11.19
|
10.
|
შემაჯამებელი შეხვედრა
|
შევაჯამებთ სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ მუშაობას და მოსწავლეები ისაუბრებენ, გამართავენ დისკუსიას და ასევე პრეზენტაციას სპორტის სამყაროს შესახებ.
|
25.11.19
|
No comments:
Post a Comment