Friday, October 4, 2019

შეხვედრები საწრეო მუშაობაში

სამუშაო შეხვედრები

   N
საწრეო მუშაობის  პროგრამა
მოკლე  აღწერა
შეხვედრის თარიღი
  1.
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა,პროგრამის გაცნობა. მოგზაურობა სპორტის  სამყაროში .
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და მიზნები. ასევე ვესაუბრე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ადამიანისათვის. 
26.09.2019წ
  2.
ქართული სპორტის ისტორია
მოსწავლეებმა გაიხსენეს და ისაუბრეს ცნობილი ქართველი სპორტსმენების შესახებ. ჩემი დახმარებით მიიღეს ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ.
3.10.2019წ
  3.
მსოფლიო სპორტის ისტორია
მოსწავლეებმა ისაუბრეს და მოიყვანეს მაგალითები ცნობილ მსოფლიო სპორტსმენებზე, შემდეგ მიიღეს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული საკითხების ირგვლივ
10.10.2019წ
  4.
სპორტის ყველაზე პოპულარული  სახეობები
კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებმა დაასახელეს მათთვის ცნობილი პოპულარული სპორტის სახეობები. ამის შემდეგ მივაწოდე ინფორმაცია ყველაზე აქტუალურ სპორტის სახეობებზე და ვისაუბრეთ მათ შესახებ.
17.10.2019წ
  5.
ყველაზე უცნაური სპორტის სახეობები
შეხვედრა დავიწყე უცნაური სპორტის სახეობების გაცნობით, მოსწავლეებმა მოისმინეს და მიიღეს ინფორმაცია საკითხის ირგვლივ და ვთხოვე მათ დაესახელებინათ რომელ სპორტის სახეობაში ისურვებდნენ მონაწილეობას. მათ დაასახელეს ის სპორტის სახეობები, რომლებშიც ისინი ისურვებდნენ მონაწილეობის მიღებას.
24.10.2019წ
  6.
ოლიმპიური სახეობები
მოსწავლეებს მივეცი საშუალება გაეხსენებინათ ოლიმპიური სახეობები და რა სმენიათ მათ შესახებ. შემდეგ კი დაწვრილებით ვესაუბრე და მივაწოდე ინფორმაცია ოლიმპიურ სახეობებზე.
31.10.2019
  7.
გუნდური სპორტის სახეობები
შეხვედრა დავიწყე გუნდური სპორტის სახეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, ამის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს და დაასახელეს მათი ფავორიტი გუნდური სპორტის სახეობები.
7.11.2019
  8.
ზაფხულის ოლიმპიური სახეობები
გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებმა გაიხსენეს თუ რა სმენიათ ზაფხულის ოლიმპიური სახეობების შესახებ. ამის შემდეგ მათ მივაწოდე სრული ინფორმაცია არსებულ საკითხთან დაკავშირებით.
14.11.2019
  9.
ტრადიციული სპორტის სახეობები
მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია ტრადიციულ სპორტის სახეობებზე, დაასახელეს საქართველოს ტრადიციული სპორტის სახეობები და ისაუბრეს მათ გარშემო.
21.11.2019
 10.
შემაჯამებელი შეხვედრა
შევაჯამეთ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო და მოსწავლეებმა ისაუბრეს, გამართეს დისკუსია და ასევე პრეზენტაცია სპორტის სამყაროს შესახებ.
25.11.2019
           

No comments:

Post a Comment